საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ჩიხურა მომდევნო ეტაპზეა!

personuser access_time17-07-2019, 22:51


ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის განმეორებით მატჩში "ჩიხურამ" ლუქსემბურგის "ფოლას" 2:1 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

25-ე წუთზე კი "ჩიხურამ" პირველივე სახიფათო მომენტი გამოიყენა - სარდალიშვილმა ზუსტად უპასა არდაზიშვილს და მან თავის ახალ გუნდში პირველი გოლი გაიტანა, ხოლო 32-ე წუთზე მუჰამეროვიჩმა მოედნის ცენტრში უკნიდან სახიფათო ვარდნაში დეკანოიძე მოცელა და მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა.

მოკლედ, ფრუიძის ძალიან პრაგმატულმა სტრატეგიამ შედეგი გამოიღო. სწორედ ამაში მდგომარეობს მწვრთნელის როლი ფეხბურთში - სწორად გათვალოს ყველაფერი და შედეგი მიიღოს. მართალია, თამაში ვერ გახლდათ მთლად საამოდ საცქერი და მოწინააღმდეგეც ვერ იყო მაღალი დონის, მაგრამ როგორც იტყვიან, მიზანი ამართლებს საშუალებას.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა და ყველაზე აქტიურმა სარდალიშვილმა მეორედ დაამწუხრა კაბრალი. ბოლოს მამასახლისმა საჯარიმოში "ფოლას" თავდამსხმელი წააქცია, სინანმა პენალტი გამოიყენა და მატჩი 2:1 დასრულდა.

"ჩიხურამ" ლუქსემბურგული ბარიერი უპრობლემოდ გადალახა და შემდეგ ეტპზე "აბერდინსა" და "როვანიემის" შორის გამარჯვებულს შეხვდება.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია