18-წლამდელებმა უკრაინა დაამარცხეს!

სტატიის ავტორი

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მატჩი უკრაინა 85:73 დაამარცხა და, ფაქტობრივად, პლეი ოფის საგზური მოიპოვა.

ახალგაზრდა ქართველებმა ძალიან ცუდად დაიწყეს და პირველი პერიდის დასაწყისში მეტოქე 10 ქულითაც გავიდა წინ, თუმცა, გუნდის მთავარი ლიდერის, რატი ანდრონიკაშვილის შეცვლის შემდეგ თემურ კანკიას ნაკრები ათამაშდა და წინაც გავიდა. დასვენებული რატის შეუდარებელმა დაბრუნებამ კი უკრაინელები საგონებელში ჩააგდო.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს თამაში მწვრთნელმა მოიგო. მან გარისკა და უმნიშვნელოვანეს მომენტში გუნდის ლიდერი დაასვენა, რამაც დადებითად იმოქმედა როგორც ლიდერზე ასევე გუნდზე და, შესაბამისად, ანგარიშზე.

ანდრონიკაშვილმა ნაკრებს 24 ქულით, 4 მოხსითა, 2 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით ულიდერა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ანზორ ნადირაძემ, რომლის ანგარიშზეც 10 ქულა და 11 მოხსნაა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას კანკიას ნაკრები ხვალ, ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17 საათსა და 15 წუთზე გაიმართება.скачать dle 12.1








0
თარიღი: 30-07-2019, 16:58
0
153

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх