"კლუბმა ჩემი თანამდებობის სახელი უნდა შეცვალოს". პოჩეტინოს პროტესტი

სტატიის ავტორი

როგორც წესი, კლუბების მთავარი მწვრთნელები, ანუ, როგორც ინგლისში უწოდებენ, მენეჯერები, კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში აქტიურად არიან ჩართულნი და სწორედ მათი მითითებით უნდა მოქმედებდნენ კლუბის ხელმძღვანელები, რომლებსაც მოთამაშეების მოსაყვანად თუ გასაშვებად ფინანსური საკითხების უზრუნველყოფა ევალებათ.

როგორც ჩანს, ეს წესი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის, "ტოტენჰემის" ხელმძღვანელებისათვის არაფერს არ ნიშნავს. აი, რას ამბობს არგენტინელი სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინო.

"კლუბმა ჩემი თანამდებობის სახელი უნდა შეცვალოს. მე მენეჯერი აღარ ვარ, ახლა, ჩემი საქმე მხოლოდ მწვრთნელობაა. სატრანსფერო პოლიტიკაზე მე ნურაფერს ნუ მკითხავთ, ეს კლუბის საქმეა.

ძალაუფლება არ მაქვს. არ ვიცი, ჩემი მოთამაშეების სიტუაცია. ჩემი საქმე მხოლოდ მათი გაწვრთნაა, მათ ბედს კი კლუბის ხელმძღვანელობა და დანიელ ლევი გადაწყვეტენ," - ამბობს პოჩეტინო, რომელიც შექმნილი სიტუაციით ძალიან უკმაყოფილო ჩანს.скачать dle 12.1








0
თარიღი: 31-07-2019, 11:54
0
151

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх