ლივერპული ჩემპიონია, ტორეადორი ბედნიერია!

სტატიის ავტორი

2019 წლის უეფა-ს სუპერთასის მფლობელი "ლივერპულია". ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, ევროპის ლიგის მოქმედი ჩემპიონი, თანამემამულე "ჩელსი" პენალტების სერიაში 5:4 დაამარცხა და სუპერთასის გამარჯვებული მეოთხედ გახდა.

ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, დამატებით დროში გუნდებმა გოლები გაცვალეს და გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიაში გამოავლინეს.

სანახაობრივი, ინტენსიური მატჩი გამოდგა. ეპიზოდებში ოდნავ მოსაწყენი, მაგრამ მუდამ დაძაბული.

მატჩის მთავარი გმირი, სადიო მანესთან ერთად, რომელმაც დუბლი შეასრულა, "მერსისაიდელთა" კიპერი, ადრიანია.

ადრიანი "წითლების" სათადარიგო მეკარეა და ერთადერთი მიზეზი, რატომაც ის იცავდა დღეს იურგენ კლოპის გუნდის კარს ის არის, რომ ნომერ პირველი მეკარე, ალისონი ტრავმირებულია.

ადრიანმა გუნდი მატჩის მიმდინარეობისას რამდენჯერმე იხსნა, თუმცა, დამატებით დროში მან შეცდომა დაუშვა, მეტოქე გუნდს პენალტი აჩუქა და ამ თერთმეტმეტრიანის მოგერიება ვერ შეძლო.

წარმომიდგენია, რას გრძნობდა იმ დროს ადრიანი, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ "ჩელსის" მეკარე, მისი თანამემამულე, კეპა არისაბალაგა მშვენიერ მატჩს ატარებდა...

პენალტების სერიაში ერთმანეთს ორი ესპანელი მეკარე, ორი ტორეადორი დაუპირისპირდა. ერთს უფრო გაუმართლა, უფრო გამოცდილს, და მან კარიერაში, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო.

ადრიანი გამარჯვებას ესპანელი გენერალივით, დროშაშემორტყმული ზეიმობდა და ის ბედნიერი იყო, და მან ეს დაიმსახურა.скачать dle 12.1








0
თარიღი: 15-08-2019, 02:23
0
160

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх