საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

,,დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს“

access_time3-06-2019, 14:00 chat_bubble_outline35

გორში, 5 ივნისს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟითა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიწყება დევიზით - ,,დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს“. მასში მონაწილეობას მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, მოზარდმაყურებელთა, მოძრაობის, ილიაუნის, ასევე, რუსთავის, ქუთაისის, გორის, დმანისის, ჭიათურის, რუმინეთის თეატრალური დასები მიიღებენ. ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილია ე.წ. „Black Box”, რომელიც თეატრის კრიტიკოსებს საშუალებას აძლევს საფესტივალო სპექტაკლი ნახონ და შეაფასონ. წლევანდელ ფესტივალს ხუთი თეატრმცოდნისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს, რომელთა მიერ მომზადებული კრიტიკული წერილები ელექტრონული ვერსიის სახით ერთ ბუკლეტად გამოქვეყნდება. კომედიის ფესტივალი ერისთავის თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად დაარსა. მას შემდეგ ფესტივალმა ჯერ საერთაშორისო სტატუსი მოიპოვა, გასული წლიდან კი საფესტივალო გაერთიანების წევრი გახდა. მსოფლიოში სულ რამდენიმე კომედიის ფესტივალია, მათ შორის, საქართველოს კომედიის თეატრალური ფესტივალიც. კომედიის ფესტივალი 14 ივნისს დასრულდება.

რუსთაველის თეატრის დასი გასტროლებზე მოსკოვში მიდის

access_time22-05-2019, 14:20 chat_bubble_outline35

ამის შესახებ ინფორმაციას sputnik-georgia.ru ავრცელებს. შოთა რუსთაველის სეხელობის დრამატული თეატრის დასი 8 და 9 ივნისს მოსკოვის მოსსოვეტის სახელობის თეატრში სპექტაკლს "ვანო და ნიკო" წარადგენენ. სპექტაკლი ქართულ ენაზე გაიმარტება რუსული სუბტიტრებით. მისი რეჟისორი რობერტ სტურუაა.
აღნიშნილი სპექტაკლის ჩვენება ანტონ ჩეხოვის სახელობის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმარტება, რომელიც 14 მაისიდან დაიწყო და 21 ივლისამდე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ოკუპანტ ქვეყანაში ქართველი ხელოვანების გასტროლები ხშირად საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობასა და ცხარე დისკუსიას იწვევს.

უკან 1 2 შემდეგი