საავტომობილო გზაზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული






საავტომობილო გზაზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით არავინ დაშავებულა. ადგილზე სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.