ვისურვებ, რომ მათ ხელი მოაწერონ შარლ მიშელის დოკუმენტს - კახა კუჭავა ნაციონალურ მოძრაობაზე


პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

კახა კუჭავას თქმით, ისურვებდა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შარლ მიშელის დოკუმენტსაც მოაწეროს ხელი.

"მიხარია, რომ ისინი შემოდიან, რადგან აუცილებელია, რომ პარლამენტში იყოს ყველა პოლიტიკური ძალა წარმოდგენილი. მე, რა თქმა უნდა, ასევე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვისურვებ, რომ მათ ხელი მოაწერონ შარლ მიშელის დოკუმენტს, რადგან იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი პუნქტი, რომელზეც აუცილებელია ყველა პარტიის ერთად ჩართულობა და რთული იქნება ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს მან, ვისაც ხელი არა აქვს მოწერილი, ამიტომ ჩემი სურვილი იქნება, რომ მათ შარლ მიშელის დოკუმენტსაც მოაწერონ ხელი,"- განაცხადა კახა კუჭავამ.