ეს პრობლემა მემკვიდრეობით დამხვდა - ირაკლი ღარიბაშვილი ''ნამოხვანზე''


ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ''ნამოხვანჰესის'' მშენებლობა არსებული პირობებით არ გაგრძელდება.

ეს პროექტი და ეს პრობლემა მემკვიდრეობით დამხვდა. მინდა გითხრათ, რომ მე ამაზე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც არის ახლა ეს პროექტი, ის პირობები, რომელიც ჩვენ დაგვხვდა 100 წელი და ა.შ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით არ გავაგრძელებთ პროექტს. ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ინვესტორს დავითანხმებთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე რომ წამოვიყვანოთ და კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ჰესი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი მოსახლეობისთვის, მათ შორის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.