''ოცნებისთვის'' ზიანის მისაყენებლად, კობახიძეს უნდა დაარტყა'' - მდინარაძე


მამუკა მდინარაძე, გიორგი გახარიას ინტერვიუს ეხმაურება:

როცა ადამიანი ამბობს, რომ 20 ივნისს პარლამენტში ვერავინ ვნახეთ და კურდღლებივით გაიქცნენ, როცა ზვიად ძიძიგურის მაშინდელი კაბინეტი სავსე იყო დეპუტატებით და თავის უწყებასთან კომუნიკაცია მეორე ოთახში გასვლით უწევდა, იმდენი ხალხი იყო იმ ოთახში, ჩემი აზრით, ეს არის უკვე დიაგნოზი, იმ ბორდინგის და იმ ინტერვიუს შესაფასებლად.

თუკი ოდნავ მაინც იცნობ ქართული ოცნების შიდა სამზარეულოს და გინდა მას ზიანი მიაყენო, პირველ რიგში უნდა დაარტყა ირაკლი კობახიძეს - ამბობს მდინარაძე