გახდება თუ არა საჭირო ვაქცინის მესამე დოზა - გამყრელიძის განცხადება


ამირან გამყრელიძის თქმით, დიდი ალბათობით, საჭირო იქნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებაც

დღეს ორჯერადად აცრილ პირებზე მიმდინარეობს დაკვირვება, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნარჩუნდებათ მათ ფუმერული ან უჯრედული იმუნიტეტი და ამ დაკვირვების პარალელურად, უმრავლესობა მაინც ფიქრობს, რომ ვაქცინათა უმრავლესობაზე მესამე დოზა საჭირო იქნება. ალბათ, ჩვენც დაგვჭირდება მესამე დოზა, რათ უფრო მყარი იმუნიტეტი შეიქმნას ქვეყანაში.

დიდი ალბათობით, მესამე დოზა გაკეთდება მეორე დოზით ვაქცინაციიდან ექვსიდან რვა თვის შემდეგ. საერთაშორისო მწარმოებლების გეგმებიც მიუთითებს იმას, რომ მესამე დოზა საჭირო იქნება - ამბობს გამყრელიძე.