''საერთო პოზიცია არ აქვთ'' - გოლეთიანის პასუხი პრემიერს


ვარლამ გოლეთიანი ნამოხვანჰესთან დაკავშირებით პრემიერს პასუხობს:

"შინაარსობრივად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაკეთება ვხედავთ, რომ გრძელდება. პირველ რიგში, რაც იკვეთება ამ პატარა გამოსვლიდან არის ის, რომ არ აქვს როგორც ჩანს თვითონ გუნდს საერთო პოზიცია საკითხთან დაკავშირებით. თუ პრემიერისთვის ამდენად კრიტიკულად შეუსაბამოა ის პირობები, რა პირობებითაც გაფორმებული იყო ეს ხელშეკრულება, რომ ვერ გაგრძელდება პროექტი ამ პირობებით და ამას პირდაპირ ამბობს, ფაქტია, რომ ამას ესე არ ფიქრობს თუნდაც ეკონომიკის მინისტრი, სხვადასხვა სახელისუფლებო წრეების ესა თუ ის წარმომადგენელი. [...] აშკარა აცდენა აქვთ თვითონ შიგნით და საერთო პოზიცია არ აქვთ", - თქვა გოლეთიანმა.