ზარქუა ტრაგიკული მოვლენაა - ნიკა მელია


ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ წყალი მიუტანა.

"ზარქუა არის ტრაგიკული მოვლენა ამ პარლამენტში ჩემის აზრით. რახან ეს ადამიანი წარმოადგენს სახეს ხელისუფლების, არანაირი შანსიც კი განვითარების არ იქნება. ეს ადამიანი, რომელიც ახლა ცდილობდა, მას ჰგონია, რომ თქვენზე იმდენად გაბრაზებულ ვარ რომ, ციხეში ნამყოფი კაცი, აქ ვდგავარ, თქვენის მეცადინეობით და ბოთლს რომ მიმიტანდით, ამ ბოთლს თავში ჩაგარტყამდით. ეს შეიძლება გამეკეთებინა შარშან და დიდი სიამოვნებით, მაგრამ ძალიან კარგად მაქ გათვითცნობიერებული რა ბრძოლაში ვარ მეგობრებთან ერთად" - თქვა ნიკა მელიამ ზარქუას ქმედებაზე