''ალბათ გაინტერესებთ, რატომ ვარ დღეს მე აქ'' - ნიკა მელია პარლამენტში შესვლის მიზეზზე საუბრობს


ნიკა მელია მე-10 მოწვევის პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

"ალბათ გაინტერესებთ, თუ რატომ ვარ დღეს მე აქ. ერთადერთი, რის გამოც აქ ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად, ამ ყველაფერს აქვს ძალიან მკაფიო და კონკრეტული ამოცანა, რომ მალე დავტოვო ეს დარბაზი და ამ დარბაზში რაც შეიძლება მცირე ვადით, ნაკლებად დაგაფრთხოთ. თუმცა ამ დარბაზის დატოვებას მე ვაპირებ თქვენთან ერთად.

შემოვედი, რომ თითოეული თქვენგანი, ვინც აქ ხართ, სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და ლეგიტიმური ხელისუფლება ზუსტად იმ პროპორციითა და მხარდაჭერით, რომელსაც საზოგადოება გაიმეტებს თქვენთვის, და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო აქცია ნოტარიალურ კანტორად. ბევრი თქვენგანი, ვინც ჩემს ხელმარცხნივ სხედხართ, გულის სიღრმეში მეთანხმებით," - განაცხადა ნიკა მელიამ.