რეჟიმის დამარცხება ეროვნული ამოცანაა - მელია ''ოცნებაზე''


ამ რეჟიმის დამარცხება ჭეშმარიტად ეროვნული ამოცანაა, - ამბობს მელია ''ოცნებაზე''

რა თქმა უნდა, მე ძალიან სერიოზულად ვეკიდები, ალბათ ყველაზე სერიოზულად ვეკიდები კარს მომდგარ არჩევნებს, ვიდრე ნებისმიერ არჩევნებთან მიმართებით მქონია დამოკიდებულება. ოქტომბრის თვეში, მე მჯერა, მართლა ძალიან მჯერა და ძალიან ხშირად მე ალღო არ მღალატობს, მჯერა, რომ ჩვენ დავამარცხებთ ამ რეჟიმს. იმისიც მჯერა, რომ ოპოზიციურ ველზე ერთსულოვნებას საკმარისი ხარისხით შევძლებთ და შევძლებთ, ეს რეჟიმი ჩამოვაშოროთ ქვეყნის მმართველობას.

აღარ არის ამოცანა ვიწროპარტიული. ეს არის მართლაც ეროვნული, ჭეშმარიტად ეროვნული ამოცანა ამ რეჟიმის დამარცხება და ვუთხარი და გავიმეორებ თქვენს ეთერში, რომ თუკი სადმე მართლა შეიძლება პატივი დავდო ამ ადამიანებს, არის ის, რასაც უკვე ვიმეორებ ბოლო დღეები, რომ ეროვნული ამოცანა გაგვიხადეს მათი დამარცხება. ადამიანები, რომელთა მთავარი ვნება არის მომხვეჭელობა. ადამიანები, რომელთა მთავარი ვნება არის მოპარვა ფულის, კორუფცია, ნეპოტიზმი... ჩვენი მთავარი ვნება არის ამ ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა, კეთილდღეობის გაზრდა და დოვლათის შექმნა და არ ჩამითვალოთ ქედმაღლობაში, მაგრამ მჯერა, ოპოზიციაში "ნაციონალურ მოძრაობაში" და არამხოლოდ, სხვა პოლიტიკურ პარტიებშიც ვხედავ, რომ არაერთ ლიდერს და წარმომადგენელს უნარი შესწევს, რომ გამოვიყენოთ ყველა სახის უპირატესობა რაც შეიძლება ხელისუფლებაში მოსვლის დროს გამოიყენო, - ამბობს მელია.