გვჭირდება ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც პარლამენტში - ირმა ზავრადაშვილი


"ქართული ოცნების" დეპუტატის, ირმა ზავრადაშილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში "აშკარად სჭირდებათ ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც". ეს ირონიული კომენტარი მან სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

"როგორც ჩანს, ეს უკვე ადმინისტრაციასთან მექნება თხოვნა, სიტუაცია ისე მიდის, რომ შტატის დამატებაზე იქნება ინიციატივა გასაკეთებელი, იმიტომ, რომ აშკარად გვჭირდება ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც პარლამენტში", - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.