"ძნელია ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელიც არ შეახო" - მეუფე ნიკოლოზი განცხადებას აკეტებს


ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებზე ძალადობის ფაქტებზე განცხადება გააკეთა.

„აქეთ მხარეს დადგნენ ისინი ვისაც საკუთარი შვილი არასდროს დაუსჯია, აქეთ მხარეს დადგნენ ვისაც დაუსჯია და კიდევ აქეთ მხარეს ვისაც უცემია თავის შვილი. ესე იგი ლაპარაკი არის 15-20 წლის წინანდელ ამბებზე და მაშინ როდესაც ოჯახებშიც კი ხდება ეს დღემდე.

ძნელია ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელიც კი არ შეახო, პრაქტიკულად წარმოუდგენელია. თუ ლაპარაკი არის დასჯის მკაცრ გადაცდომებზე, ეს უკვე კრიმინალური დანაშაულია.

რამდენადაც მოვისმინე ამ ბავშვების საუბარი, ყოველთვის ხაზგასმით ამბობენ, რომ მეუფე სპირიდონმა ამის შესახებ არ იცოდა, რატომ ამბობენ ამას არ ვიცი, როგორ არ იცოდა ესეც არ ვიცი“,- თქვა მეუფე ნიკოლოზმა.