როგორც მიცვალებულის გაპატიოსნებას არ აქვს აზრი, ისე არ აქვს აზრი ოქტომბრის არჩევნების და თამარ ჟვანიას გაპატიოსნების მცდელობას - დავით ბაქრაძე


დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ 8 თვის განმავლობაში უპატრონოდ ჩაკეტილი საარჩევნო ყუთების გახსნით შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარედ ედუარდ შევარდნაძე, ვასილ მჟავანაძე ან ცხონებული მეფე ერეკლე აირჩიო. ასე აფასებს ის არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობას და ამბობს, რომ ამ პროცესში ჩართვას არ აპირებს.

„როგორც მიცვალებულის გაპატიოსნებას არ აქვს აზრი, ისე არ აქვს აზრი ოქტომბრის არჩევნების და თამარ ჟვანიას გაპატიოსნების მცდელობას. ამიტომ თავი უნდა დაანებოს ყველამ ამ ზედმეტ პოლიტიკურ ეშმაკობას. როდესაც 8 თვის განმავლობაში ყუთები უპატრონოდ არის ჩაკეტილი, ამ ყუთების გახსნით შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძე, ვასილ მჟავანაძე ან ცხონებული მეფე ერეკლე აირჩიო. ვინ იცის, რა იყო იმ ყუთებში და რა ხდებოდა 8 თვის განმავლობაში? ეს სრულიად უპერსპექტივოა და ამაში მონაწილეობას არ ვაპირებ“, - თქვა დავით ბაქრაძემ.