რეზო გაბრიაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს


მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდი ანჩისხატის ტაძარში გაიმართა. 84 წლის რევაზ გაბრიაძე 6 ივნისს გარდაიცვალა.