"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად" - ილია მეორე


ილია მეორემ განცხადება გააკეთა:

"გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ღმერთის მოწყალებით ჩვენც გვიწერია იგივე გზა.

სახარებაში წერია, რომ მოციქულები დაბრუნდნენ ამაღლების შემდეგ "სიხარულითა დიდითა". ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გზა ჩვენც უნდა გავიაროთ. ეს არის ღვთის წყალობის, მადლის გზა. მადლი უფლისა ჩვენის იესო ქრისტესი დღეს უხვად გადმოდის ხალხზე.

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად. მადლი მოგცეთ უფალმა. სადაც მადლია, იქ სიხარული და სიყვარულია" - თქვა ილია მეორემ