აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 75 ადამიანს გამოუვლინდა


გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 75 ადამიანს გამოუვლინდა, 3 ადამიანი კი გარდაცვლილა.

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 334,992 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 4,951 ადამიანი. ვირუსისგან 327,907 პაციენტი განიკურნა.