"რაც გაიგო, რომ ტრანსგენდერი ქალია, სახეში ძლიერად დაარტყა" - ქუჩაში ქალზე ფიზიკურად იძალადეს


თბილისში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. შემთხვევა 4 ივნისს, ღამის საათებში, დიდუბის ტერიტორიაზე მოხდა.

"2021 წლის 4 ივნისს ღამის საათებში, თბილისში, დიდუბის ტერიტორიაზე უცნობმა პიროვნებამ ტრანსგენდერ ქალს ტრანსფობიურ ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მოძალადე პირმა ჯერ კომპლიმენტი უთხრა დაზარალებულს, თუმცა მას შემდეგ რაც გაიგო რომ ტრანსგენდერი ქალია, სახეში ძლიერად დაარტყა. თავდამსხმელს თან ახლდა ორი პიროვნება, რომლებმაც თავდამსხმელი განარიდეს დაზარალებულს. დაზარალებულმა პოლიციას გამოუძახა. თავდამსხმელი მეორე დღეს დააკავეს.

“თანასწორობის მოძრაობა” იმ დღესვე ჩაერთო საქმეში და იცავს დაზარალებულის ინტერესებს. საქმეზე გაიმართა სასამართლო სხდომა და თავდამსხმელს საპატიმრო გირაო შეუფარდეს 2000 ლარის ოდენობით. საქმეზე გამოკვეთილი სიძულვილის ნიშანი",- წერია "თანასწორობის მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.