აზერბაიჯანში კორონავირუსის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 75 ადამიანს გამოუვლინდა, 3 ადამიანი კი გარდაცვლილა.

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 334,992 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 4,951 ადამიანი. ვირუსისგან 327,907 პაციენტი განიკურნა.

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.