საქართველოში კორონავირუსი კიდევ 794 ადამიანს დაუდასტურდა


ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 794 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 498 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 443 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 338 318, გარდაიცვალა 5034 პაციენტი.