პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა


პოლიციამ თელავში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა - 1998 წელს დაბადებული ზ.ს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თელავში, რამდენიმე პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა ზ.ს.-მ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი - 2000 წელს დაბადებული ბ.ქ. ბასრი საგნის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაციც გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

ჩხუბის დროს, ბრალდებულმა ზ.ს.-მაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. იგი საავადმყოფოში გადის მკურნალობას" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.