ხელჩართული ჩხუბი და მოზარდების დაპირისპირება - გვიან ღამით ერთმანეთს 40-მდე ახალგაზრდა დაუპირისპირდა


ხელჩართული ჩხუბი და მოზარდების დაპირისპირება თბილისის ცენტრში. გვიან ღამით წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს 40-მდე ახალგაზრდა დაუპირისპირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბში ძირითადად არასრულწლოვნები მონაწილეობდნენ რომლებიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთ ახალგაზრდას სისხლის კვალიც შენიშნეს.

ადგილზე გამოძახებული იყო პოლიციაც. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ამ დრომდე არავინაა.