მოსალოდნელია თუ არა ბრითვული ომი? - ყველაფერი რაც ბირთვული იარაღის შესახებ უნდა იცოდეთ


თანამედროვე სამყაროში, სადაც უმაღლეს დონემდეა განვითარებული დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულები, სადაც ადამიანთა უფლებებს და მათი სიცოცხლის ხელშეუხებლობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, სახელმწიფოები ომობენ და იბრძვიან ერთმანეთში, ისე რომ არ ითვალისწინებენ იმ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს, რომელიც მათ პირად ინტერესს ეწირება.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოები ფლობენ ბირთვულ იარაღს და ზოგიერთი მათგანი დღემდე აგრძელებს აკრძალვის მიუხედავად მის შექმნაზე მუშაობას, უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს მსოფლიოს, რადგანაც ერთ დღეს შეიძლება დარღვეულ იქნას ყველა ის შეთანხმება რაც ბირთვულ გაუვრცელებლობას ეხება.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, განსაკუთრებით ბირთვული იარაღის გაჩენის გამო, განიარაღება თანამედროვეობის ერთ-ერთ გლობალურ პრობლემად იქცა. ამასთან, გაეროს მუდმივი ყურადღების საგანი გახდა.

თუმცა, XXI საუკუნეში განიარაღება საყოველთაოდ შეუქცევადი პროცესი არგამხდარა. მთელი რიგი სახელმწიფოები არათუ უარს არ ამბობენ იარაღზე, არამედ მნიშვნელოვან ძალისხმევასაც მიმართავენ მისი სრულყოფისა და მარაგის ზრდისათვის. შედეგად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლს, რაც მიმართულია ჯარების და შეიარაღების რაოდენობის შემცირებისკენ, შეთანხმების, ნდობის ამაღლებისკენ და საერთაშორისო ურთიერთობის სტაბილურობის განმტკიცებისკენ.

ბირთვული იარაღით დაინტერესება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანად თითქმის ერთდროულად დაიწყო, რაც დიდი საფრთხის შემცველი აღმოჩნდა. ბირთვული იარაღის არსებობით მათ უჩნდებოდათ ძლიერი ბერკეტი, რომელიც ნებისმიერ დროს შეეძლოთ გამოეყენებინათ საკუთარი ინტერესებისამებრ სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ, მათი ინტერესების შესაბამაისად, რაცძალიან დიდ პრობლემას გამოიწვევდა და მომავალ განვითარებასაც ხელს შეუშლიდა.

გაეროს წარმომადგემელმა განიარაღების საკითხებში, იზუმი ნაკამიცუმ ჟენევაში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა 2020-ის შეთანხმების ფარგლებში, მეორე მოსამზადებელი კონფერენციის გახსნისას განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე მსოფლიოში იზრდება.

მისი თქმით, მსოფლიოში გეოპოლიტიკური მდგომარეობა უარესდება, ხოლო კოლექტიური უსაფრთხოების სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმებები ირღვევა.

რა არის ბირთბული იარაღი?

ფეთქებადი მოწყობილობა, რომელშიც ენერგიის წყაროს წარმოადგენს ბირთვული რეაქცია. ეს რეაქცია იყოფა ორ კლასად:

  1. ატომის ბირთვების დაყოფა

ამ კლასში გამოიყენება მძიმე ელემენტის ბირთვის გახლეჩის ეფექტი, რის შემდეგაც წარმოიქმნება ორი შედარებით მსუბუქი ელემენტის ბირთვი. მძიმე ელემენტებად, როგორც წესი გამოიყენება ურანი და პლუტონიუმი. ბირთვული რეაქციის ეს კლასი ეყრდნობა ე.წ. მასის დეფიციტის პრინციპს. ეს პრინციპი აღწერა ალბერტ აინშტაინმა ფარდობითობის სპეციალურ თეორიაში. იგი გულისხმობს შემდეგს: ატომის ბირთვის შემადგენელი ნაწილაკების ენერგია, როცა ისინი ბირთვული ველის ზემოქმედებით ერთმანეთთან იმყოფებიან ბმულ მდგომარეობაში ნაკლებია ვიდრე ამ ნაწილაკების ენერგიების ჯამი, როცა ისინი იმყოფებიან თავისუფალ, არა ბმულ მდგომარეობაში.

2. ატომის ბირთვების სინთეზი

ამ კლასს თერმობირთვული რეაქცია ჰქვია და მასში გამოიყენება მსუბუქი ელემენტის ბირთვების სინთეზის ეფექტი, რის შემდეგაც წარმოიქმნება ერთი შედარებით მძიმე ელემენტის ბირთვი. მსუბუქ ელემენტად გამოიყენება წყალბადის ბირთვი. ეს კლასიც ეყრდნობა მასის დეფიციტის პრინციპს. ამ რეაქციაში გამოიყენება წყალბადის იზოტოპები, დეიტერიუმი - "მძიმე წყალი" ან ტრიტიუმი - "ზემძიმე წყალი". წყალბადის ბირთვი ძირითადად წარმოადგენს ერთ ცალ პროტონს. მისი იზოტოპი დეიტერიუმი არის ერთი პროტონის და ერთი ნეიტრონის ბმა. წყალბადის იზოტოპი ტრიტიუმი არის ერთი ცალი პროტონის და ორი ნეიტრონის ბმა. ეს იზოტოპები იშვიათად გვხვდება ბუნებაში და მათი გარკვეული რაოდენობის მიღება ურთულესი ტექნოლოგიური საკითხია.

როგორ შეიქმნა ბირთვული იარაღი?

ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობა დაიწყო მე-20 საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში. ამ სამუშაოებს საფუძვლად დაედო გასული საუკუნის დასაწყისში მომხდარი მთელი რიგი უდიდესი აღმოჩენები ფიზიკაში. ამ აღმოჩენებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ალბერტ აინშტაინის მიერ ნაჩვენები "მასის დეფიციტი", რაც გახდა ბირთვული იარაღის თეორიული საფუძველი. თუმცა გარდა ამისა იყო სხვა უმნიშვნელოვანესი აღმოჩენებიც, მაგ. ერნესტ რეზერფორდის ატომის მოდელი (1911 წელი) და სხვა. ბირთვული იარაღის შექმნის პრაქტიკული საფუძველი გახდა დიდი გერმანელი ფიზიკოსის, ოტო ჰანის მიერ 1938 წლის 17 დეკემბერს, ატომის ბირთვის გახლეჩა. სამართლიანობის გულისთვის უნდა ითქვას, რომ ოტო ჰანთან ერთად სამუშაოებში მონაწილეობდა ფრიც შტრასმანი და ლიზა მეიტნერი. ეს უკანასკნელი, ლიზა მეიტნერი, იყო ებრაელი და იგი შემთხვევით გადაურჩა საკონცენტრაციო ბანაკს, მან თავისი კოლეგების, განსაკუთრებით ოტო ჰანის ძალისხმევით მოახერხა გაქცევა შვედეთში. ბოლო, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ატომის ბირთვის გახლეჩვაში, მისი დამსახურება უფრო მეტი იყო, ვიდრე ოტო ჰანის. ამავე პერიოდში გამოქვეყნდა მთელი რიგი თეორიული კვლევების შედეგები, ექსპერიმენტების მასალები. ატომური იარაღის შექმნა რეალობად იქცა.

1941 წლის სექტემბერში გერმანიამ დაიწყო "პროექტი ურანი". პროექტს ხელმძღვანელობდა გენიალური გერმანელი ფიზიკოსი, კვანტური მექანიკა ფუძემდებელი - ვერნერ ჰაიზენბერგი. დასაწყისში პროექტი ძალიან წარმატებულად მიდიოდა წინ, მაგრამ ამ პროექტის შესახებ მალევე შეიტყო მოკავშირეთა დაზვერვამ. ამის შემდეგ მოკავშირეები მუდმივად და ენერგიულად უშლიდნენ ხელს პროექტის მიმდინარეობას. ათასობით ბომბდამშენის, დივერსიული ჯგუფების, ადგილობრივი იატაკქვეშეთის, პარტიზანების საშუალებით ინგრეოდა და ნადგურდებოდა ყველა ქარხანა, შენობა-ნაგებობა, რომელიც ოდნავ მაინც აღძრავდა ეჭვს, რომ ის "პროექტი ურანი"-სთვის შეიძლება ყოფილიყო გამოსადეგი. გარდა ამისა, აშშ ახორციელებდა ოპერაცია "ალსოს"-ს, რომელიც ითვალისწინებდა სპეცსამსახურების მეშვეობით ყოველგვარი ინფორმაციის მოძიებას გერმანული პროექტის მიმდინარეობის შესახებ.

Image result for how create nuclear weapons

ატომური ბომბი შექმნა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რათა დახმარებოდა ბრიტანეთს მეორე მსოფლიო ომში და ბრძოლა შეეჩერებინა. ჰიროსიმასა და ნაგასაკის დანგრევამ, მანჯურიის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის შეჭრამ გამოიწვია იაპონიის დანებება. ესეთი მხოლოდ ორადორი შემთხვევაა, როდესაც ომში გამოიყენეს ატომური იარაღი. იმ პერიოდში მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ დაემზადებინა ატომური ბომბი, თუმცა მალევე მისი შექმნა საბჭოთა კავშირმაც მოახერხა. ცივი ომის პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს ემტერებოდნენ. მათ ორივეს ჰქონდათ ბევრი ატომური ბომბი, თუმცა მათი გამოყენება ვერცერთმა ვერ შეძლო. ვინაიდან არც ერთი ქვეყანა შეიძლება განადგურდეს სხვა იარაღით, ატომური ომი დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, ქვეყნები შეუტევდნენ ერთმანეთს ატომური იარაღებით, რაც უდიდეს ზარალს გამოიწვევდა, განადგურდებოდა სამყაროს დიდი ნაწილი და ძალიან ბევრი ქვეყანა ვეღარც კი იარსებებდა. ეს ვითარება ცნობილი გახდებოდა, როგორც „ტერორის ბალანსი“, ან ეს ორი უძლიერესი ქვეყანა შეთანხმდებოდა და მათ შორის დამყარდებოდა მშვიდობა მესამე მსოფლიო ომამდე.

რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური მმართველობის დასრულების შედეგ, ამერიკასა და რუსეთს შორის დაძაბულობა შერბილდა და ომის საშიშროებაც შემცირდა. აშშ.-სა და რუსეთის გარდა ატომური ბომბები აქვთ ასევე: ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, ისრაელს, ინდოეთს, პაკისტანსა და ჩრდილოეთ კორეას. ატომური ტექნოლოგიის განვითარება, წინსვლა და გამარტივება ძალიან დიდ საფრხეს შეიცავს. შესაძლებელია, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ხელში ჩაიგდონ ბირთვული იარაღი და გამოიყენონ იგი მათდასასიკეთოთ.

საფრთეები, რომელსაც ბირთვულ შეიარაღებას თან ახლავს :

  • შემთხვევითი ბირთვული ომი
  • შეცდომით და გაუთვლელი მოლოდინებით შექმნილი საფრთხე
  • პირველ შემთხვევაში, შემთხვევითი ბირთვული ომი იწყება მცდარი განგაშით, რომელიც შეიძლება სამხედრო იარაღის გამოყენებას ნიშნავდეს (მცდარად). მეორე შემთხვევაში კი მცდარი მოლოდინები და გათვლები თამაშობს მნისნელოვან როლს - მაგალითი კუბის კრიზისია.

ეს ორი საფრთხე ძალიან მაღალი იყო ცივი ომის დროს.

  • რეგიონული ომების დაწყება კიდევ ერთი საფრთხეა - მაგალითად იმდოეთ-პაკისტანს შორის.
  • ტერორისტული დაჯგუფების მიერ ბირთვული იარაღის ხელში ჩაგდება და რომელიმე ქალაქის წინააღმდეგ გამოყენება . ამიტომ მნიშვნელოვანია ხლეჩად მასალებზე კონტროლის გამკაცრება მთელს მსოლფიოში.

ჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვა

1945 წლის 6 აგვისტოს ბირთვული ბომბი სახელად „ბიჭუნა“ („Little Boy“) ჩამოგდებული იქნა ქალაქ ჰიროსიმაში, ხოლო სამი დღის შემდეგ მეორე ბომბი სახელად „მსუქანა“ („Fat Man“) ნაგასაკში.

Image result for nuclear weapons japan

მსხვერპლთა რაოდენობის ზუსტად დადგენას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს: ომისდროინდელი უზუსტო მონაცემები, ის გარემოება რომ მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ზოგადად საკმაოდ დიდი იყო და ისინი სხვადასხვა დროს გარდაიცვალნენ სხივური დაავადების შედეგად, აგრეთვე პოლიტიკური სპეკულაციები რომლის დროსაც მსხვერპლთა რიცხვს ხან აზვიადებდნენ ხან კი ამცირებდნენ. მიჩნეულია რომ ბირთვული დაბომბვის და მასთან დაკავშირებული გარემოებების შედეგად ჰიროსიმაში 140 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 74 000 ნაგასაკიში. ორივე ქალაქში მსხვერპლთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.

იაპონიის კაპიტულაციაში ამ დაბომბვის როლი და საერთოდ მეორე მსოფლიო ომის დრო ბირთვული იარაღის გამოყენების მართლზომიერება იყო და არის კამათის საგანი. აშშ-ში გავრცელებული შეხედულების თანახმად ბირთვული იარაღის გამოყენებამ ომის დასრულება დააჩქარა და ამგვარად იხსნა იმათი სიცოცხლე ვინც დაიღუპებოდა ომი რომ კიდევ დიდი ხნით გაგრძელებულიყო, კერძოდ-აშშ რომ შეჭრილიყო უშუალოდ იაპონიის ტერიტორიაზე. იაპონიაში კი მიიჩნევენ რომ დაბომბვა საჭირო არ იყო და შეგნებულად ასეთი საშინელი ძალის მიყენება მშვიდობიან მოსახლეობაზე უზნეობაა.

1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიამ გამოაცხადა კაპიტულაცია მოკავშირეთა წინაშე და ამით ოფიციალურად მეორე მსოფლიო ომი დასრულდა

Image result for nuclear weapons japan

1960-იან წლებში პრეზიდენტმა კენედიმ განაცხადა, რომ არსებობდა რისკი ყოფილიყო 15-25 ბირთვული სახელმწიფო, თუ არაფერი გაკეთდებოდა ამ ტენდეციის პრევენციისთვის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ხელშეკრულება რაც სახელმწიფოებმა გაფორმეს არის ხელშეკრულება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ. 1968 წელს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების ხელშეკრულების თანახმად, — ამ დოკუმენტის მე-3 მუხლის IX სტატიაში მითითებულია, რომ ბირთვული იარაღის მფლობელ სახელმწიფოებს წარმოადგენს ის სახელმწიფოები, რომლებმაც 1967 წლის 1 იანვრამდე შექმნეს ან გამოსცადეს ბირთვული ბომბი ან სხვა რაიმე ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობა, თუმცა ამ სახელმწიფოების გარდა კიდევ არიან სახელმწიფოები რომელიც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ.

ბირთვული იარაღის გაურცელებლობის ხელშეკრულებას 3 მიზანი აქვს :

• ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენცია;

• ბირთვული განიარაღების ხელშეკრულება;

• ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების ხელშეწყობა ;

რომელი სახელმწიფოები ფლობენ ბირთვულ იარაღს?

დღესდღეობით მსოფლიოში 13,850 ბირთვული იარაღია.

  • რუსეთი - 6,490
  • აშშ- 6, 185
  • საფრანგეთი - 300
  • ჩინეთი- 290
  • დიდი ბრიტანეთი - 215
  • პაკისტანი - 150
  • ინდოეთი - 130
  • ისრაელი - 80
  • ჩრდილოეთ კორეა - 20