დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი, საავადმყოფოდან გაწერეს





დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი, რომელსაც ევრო 2020-ზე ფინეთთან მატჩის დროს გული გაუჩერდა, საავადმყოფოდან გაწერეს.

ერიქსენმა, რომელსაც კარდიოვერტერ დეფიბრილატორი ჩაუდგეს, თანაგუნდელები მოინახულა და მათ წარმატებები უსურვა, შემდეგ კი სახლში გაემგზავრა.

„მადლობა ყველას თანადგომისთვის. ამ ყველაფრის გაგონება და ნახვა წარმოუდგენელი იყო. ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ბიჭებმა კარგი თამაში ჩაატარეს და მათ რუსეთის წინააღმდეგ მატჩში სახლიდან ვუქომაგებ“, - განაცხადა ერიქსენმა.