18 აგვისტო გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა





დღეს, 18 აგვისტოს, 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. გიორგი დღეს 37 წლის გახდებოდა.

საქართველოს ყველაზე დიდმა მტრებმა, რუსმა სამხედროებმა, ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, ცხინვალში, ძმათა სასაფლაოზე, დამამცირებელი წამებით და ცემით მოკლეს.

ოკუპანტებმა, წამების დროს, ტელეფონით ვიდეო გადაიღეს, სადაც ჩანს, როგორ შედგენენ ფეხებით ზურგზე უმცროს სერჟანტს და როგორ მოსთხოვეს დამამცირებლად მიწაზე კოცნა. უმძიმესი კადრები 2009 წლის იანვარში გავრცელდა.