კულტურა, კულტურის მინისტრის წინააღმდეგ - ხელოვნების მუზეუმის დაქვეითებული თანამშრომლები წულუკიანის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ





სარჩელი წულუკიანის წინააღმდეგ - კულტურის მინისტრის მიერ ხელოვნების მუზეუმის ჩამოლაბორანტებული თანამშრომლები სამართლებრივ დავას იწყებენ.

სარჩელს მუზეუმის ყოფილი მმართველი, მისი ორი მოადგილე და კიდევ ერთი თანამშრომელი უკვე ამზადებს.

თანამდებობრივად დაქვეითებული სპეციალისტები მათ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას ითხოვენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ წულუკიანის სადამსჯელო საკადრო გადაწყვეტილებები სწორედ მათი პროტესტის შედეგი იყოს.