საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს





საქალაქოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან ''ენმ''-ს თავმჯდომარე და მისი უფლებადამცველი, დიმიტრი საძაგლიშვილი.

მელიას ადვოკატის თქმით, "ეს კიდევ ერთხელ ააშკარავებს "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ნებას, რომ როგორმე ნიკა მელია გატეხონ, ათქმევინონ თანხმობა, მოაწერინონ ხელი და გადაახდევინონ გირაო"

დღეს მოსამართლე ვალდებულია კითხოს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, თანახმაა თუ არა მიიღოს ამნისტია, რომელიც 20-21 ივნისისის საქმეზე ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ეხებათ. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც კანონშია გათვალისწინებული, რომ ამნისტიას თავად ბრალდებული უნდა ეთანხმებოდეს ამნისტიას.

ნიკა მელია სხდომას ვერ ესწრება, რადგან ის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დარბაზიდან გააძევა, თუმცა ენმ-ის თავმჯდომარე საქალაქო სასამართლოს ეზოში იმყოფება.