ბანკში შეჭრილ შეიარაღებულ პირს, სავარაუდოდ, 12 მძევალი ჰყავს აყვანილი - შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს






სპეცოპერაცია ყვარელში - შეიარაღებული პირი, ცოტა ხნის წინ, "საქართველოს ბანკის'' ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა.

არსებული ინფორმაციით, მას 12 მძევალი ჰყავს.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ:

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს, - ნათქვამია განცხადებაში.