თავდასხმა ყვარელის ''საქართველოს ბანკის'' ფილიალზე - ყველა მძევალი თავისუფალია





თავდასხმა ყვარელის ''საქართველოს ბანკის'' ფილიალზე - ყველა მძევალი თავისუფალია. ინფორმაციას შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან კოვზიაშვილი ავრცელებს.

მან დაადასტურა, რომ თავდამსხმელი ხელყუმარით არის შეიარაღებული და ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.

"არცერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სხვადასხვა დანაყოფების თანამშრომლები მუშაობენ აქტიურად იმისთვის,რომ დასრულდეს სპეცოპერაცია წარმატებულად", - თქვა კოვზიაშვილმა.