თვითმმართველობას აუქმებენ, გესტაპოსავით იქცევიან - დეკანოიძე





ხატია დეკანოიძე პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებას ეხმაურება.

გუშინ ვთქვი ჟურნალისტებთან - სუსის ეშინია ყველას, მერებსაც, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს. აღმოჩნდა რატომ ეშინიათ - სუსის ტოტალური მმართველობა მოდის ქალაქებშიც და სოფლებშიც. თვითმმართველობას აუქმებენ. გესტაპოსავით იქცევიან.

ამ დროს, უტიფრებმა ჩემზე მთავარი კომპრომატი მოიფიქრეს - დადიან და ამბობენ ქუთაისელი არ არისო:)

ქუთაისი გახდება პირველი ქალაქი - სადაც სუსი გაძევდება და ავირჩევთ პირველ შერიფს. ინვესტიციები შემოვა და გაფართოვდება ქალაქის ურბანული ნაწილი. დაბრუნდება ადმინისტრაციული სტატუსი.

აი ასე იქნება. - აცხადებს დეკანოიძე