სახელმწიფო ტოტალურად უსმენს ჩვენს მოქალაქეებს - კორძაია





თამარ კორძაია სუს-ის ფაილებს ეხმაურება.

ბოლო დღეების განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილმა ინფორმაციამ მართლა დაადასტურა ერთი რამ, რომ სახელმწიფო სუს-ის მეშვეობით ტოტალურად უსმენს საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ ვნახეთ როგორ უთვალთვალებენ და როგორ ადგენენ კარტოთეკებს მასწავლებლებთან მიმართებით, სკოლის დირექტორებთან მიმართებით. მაგრამ, ის რაც გამჟღავნდა დღეს, ეკლესიასთან მიმართებით, ეს არის წარმოუდგენელი მასშტაბის თვალთვალი და მისი შეფასებაც კი შეუძლებელია, - განაცხადა კორძაიამ.