ზედმიწევნით ისმენდნენ ჟურნალისტების კითხვებს - მელაძე





როგორც ჩანს სუს-ი იწერდა ჩემს საუბრებს მღვდელმთავრებთან - აცხადებს ნოდარ მელაძე.

"ზედმიწევნით ისმენდნენ ჟურნალისტების კითხვებს და ამის ფონზე იქნებოდა ოპერატიული ინფორმაცია.

არის შემთხვევები, როდესაც დილითვე იგებდნენ ჟურნალისტი იმ დღეს რა თემაზე მუშაობდა და ვიდრე რეპორტაჟი ეთერში გავიდოდა, მანამდე ოპერატიული ცნობა მზადდებოდა, რომ ესა და ეს ჟურნალისტი რეპორტაჟს ამზადებს ამ თემასთან დაკავშირებით" - ამბობს ნოდარ მელაძე