გვარამია და მშვილდაძე პროკურატურაში დაიბარეს






სუს-ის სკანდალური ფაილები - მედიის წარმომადგენელთა გამოკითხვები გრძელდება.

დღეს პროკურატურაში ნიკა გვარამია და მიშა მშვილდაძე დაიბარეს. როგორც მშვილდაძე აცხადებს, ზუსტად არ იცის, რა აინტერესებს გამოძიებას, თუმცა ფიქრობს, რომ ეს სავარაუდოდ, სწორედ ფარულ ჩანაწერებს ეხება.

მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ ტელევიზიას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მიწოდება შეეძლოთ. მას შემდეგ კი რაც ახალი ფარული ჩანაწერების შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა, ეჭვი გაუჩნდა რომ ,,ქართული ოცნების'' ერთ-ერთი ლიდერი, სწორედ ამ კადრებზე საუბრობდა.

"პროკურატურაში ვარ დაბარებული. რომ ვიფიქრე, რასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, "ტვ პირველზე" ჩართვა მქონდა, მდინარაძის საეჭვო ბრიფინგის შემდეგ, სადაც მდინარაძემ გამოაცხადა, რომ იგეგმება რაღაც საეჭვო კადრების გავრცელება, რომელსაც თითქოს, ოპოზიცია და მათთან აფილირებული მედია ვაპირებთ.ეს კადრები თუ გავრცელდა იქნება ხელისუფლების გაკეთებული, რადგან ხელისუფლებამ დაანონსა ეს", - ამბობს მიშა მშვილდაძე.