ვენის კონვენციის დარღვევაა - გერმანიის ელჩი სუს-ის მიერ დიპლომატების უკანონო მოსმენაზე






"დიპლომატიური წარმომადგენლობების ფარული მოსმენა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს მათზე არ არის მიმართული, წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევას", – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მან ნეტგაზეთთან, სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილი ფაილების კომენტირებისას გააკეთა.

სუსიდან გაჟონილი ფაილებით ირკვევა, რომ უწყება საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც უსმენდა.

მასალებს შორისაა ათეულობით ცნობა, რომლებიც აღწერენ ელჩებისა და საელჩოების თანამშრომლების საუბრებს ერთმანეთთან თუ მესამე პირებთან.