ევროკავშირი ნაბიჯებს გადადგამს - პეტერ სტანო ფარულ ჩანაწერებზე






ევროკავშირი ფარული ჩანაწერების გამო ნაბიჯებს გადადგამს - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელის, თანაშემწემ, პეტერ სტანომ განაცხადა.

„ჩვენ ვიცით საქართველოს მედიაში არსებული ცნობების თაობაზე, რომელიც შეეხება ჩვენი ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლებს შორის სატელეფონო საუბრებს, რომელიც ჩაწერილი იყო და ახლა გასაჯაროვდა. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან მას მნიშვნელობა აქვს ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიურ ურთიერთობების ფარგლებში.

ჩვენ ამ კონტექსტში შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ, როგორც ამას ვაკეთებ მსგავს სიტუაციაში, მაგრამ სავარაუდო ინცინდენტის ხასიათიდან გამომდინარე, ამ წუთას მეტს ვერ ვიტყვით“,- განუცხადა პეტერ სტანომ რადიო თავისუფლებას.