დაუშვებელია და ვერ გამართლდება - ადვოკატების უკანონო მოსმენას, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ეხმაურება






ჩვენ ვთხოვთ საგამოძიებო უწყებებს, მათ შორის პროკურატურას, რომ ეს ფაქტები ეფექტიანად იქნას გამოძიებული. ეს ვერ გამართლდება - ამბობს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი სუს-ის სკანდალურ ფაილებზე და ადვოკატების უკანონო მოსმენაზე.

"ეს არის ძალიან დიდი საფრთხისშემცველი. ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტების, როგორიცაა: შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვა სამართალწარმოების დროს. საფრთხისშემცველია მართლმსაჯულების სწორად განხორციელების თვალსაზრისით ეს არის დაუშვებელი. ვერ გამართლდება ვერანაირი კანონიერი ღონისძიებით, რადგან არის ერთმნიშვნელოვნად უკანონო. ჩვენ ვთხოვთ საგამოძიებო უწყებებს, მათ შორის პროკურატურას, რომ ეს ფაქტები ეფექტიანად იქნას გამოძიებული",- ამბობს დავით ასათიანი.