კობახიძეს არაფერს ვუპასუხებ, დროის დაკარგვა არ მინდა - გახარია






ამ თემას დავუბრუნდები, მე ამ თემაზე საუბარი მხოლოდ დავიწყე. ჯერ ილაპარაკონ - ასე ეხმაურება ექსპრემიერი ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან თავდასხმებს ნარკოტესტთან დაკავშირებით.

"ირაკლი კობახიძეს არაფერს არ ვუპასუხებ. პირველი - ამაზე დროის დაკარგვა არ მინდა. მეორე - ადამიანს, რომლის სიტყვასაც აზრი არ აქვს, ჰაერი აღარ ირხევა ხო, როგორ უნდა ვუპასუხო?!" - ამბობს გახარია