5 ყველაზე პერსპქტიული აგრობიზნესი საქართველოში






ჩვენში მტკიცედ მოიკიდა ფეხი აზრმა, თითქოს ძველი ბერძნების ცნობიერებაში საქართველო დიდად განვითარებულ სამიწათმოქმედო ქვეყანას წარმოადგენდა, რის გამოც ქვეყნის აღსანიშნავად დამკვიდრდა სიტყვა «გეორგია» (რაც ბერძნულად მიწათმოქმედების ქვეყანას ნიშნავს).

მიწათმოქმედების ქვეყნად საქართველოს აღქმას სათავე დაუდო ვახუშტი ბატონიშვილმა. «აღწერა სამეფოსა საქართველოსაში» ვკითხულობთ: «კულად გიორგიაცა მხნედ მომჭირნეობისა მუშაკობისა ქართველთათა ეწოდა (რამეთუ «გიორგი» მუშაკად ითარგმნის)». მსგავსი აზრი მანამდე დასავლეთევროპელ მეცნიერთა შორისაც გამოითქვა.

ძველი ცივილიზაციებისა თუ ისტორიის მოშველიება, მტკიცებაა იმისა, რომ საქართველო ოდითგანვე მიწათმოქმედების ქვეყანა იყო და მაშინდელი მსოფლიო ასე გვიცნობდა. საამაყო და კარგია , თუმცა რა ხდება 21- ე საუკუნეში, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველოში აგრომეურნეობა, რომელია ყველაზე გამორჩეული აგრობიზნესი და რა მოთხოვნები აქვთ ამ მიმართულებით ევროკავშირსა თუ დანარჩენ მსოფლიოს, იმისთვის ,რომ ჩვენი პროდუქცია მათთვის მისაღები გახდეს, ასოციაცია ,, მომავლის ფერმერის’’ თავმჯდომარეს, ,, საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის ‘’ გამგეობის წევრს, რუსუდან გიგაშვილს გავესაუბრეთ.

,,საქართველოს ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს,რომ აგრობიზნესი, აგრომეურნეობები განვითარებული ჰქონდეს. ბოლო პერიოდში ძალიან მოთხოვნადია მოცვი და კენკრა. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში და რეგიონში მიმდინარეობს ამ მიმართულებით სასათბურე მეურნეობების გაკეთება. ყველაზე რენტაბელური და მოთხოვნადი პროდუქციაა, როგორც ადგილობრივ, ასევე მსოფლიო ბაზარზე. თუმცა , ევროპის ბაზარი სტანდარტებზეა ორიენტირებული და ქართველ ფერმერებს მისი დაცვა და გათვალისწინება მოუწევთ თუ ევროკავშირის ბაზრის ათვისება უნდათ. საუბარია მოსავლის მოკრეფის დროზე, ხარისხზე, გემოვნურ თვისებებზე , ნაყოფის სიმსხვილეზე და ა.შ.

წელს თავისი რენტაბელურობა აჩვენა კაკლოვანმა კულტურამაც. ფაქტია როგორც ადგილობრივ , ასევ მსოლიო ბაზარზე თხილი მოთხოვნადია. გასულ წლებში ამ მიმართულებით პრობლემები იყო, რადგან ცუდი ხარისხის ნაყოფი მოდიოდა . ამ მიმართულებით სამუშაოები ჩატარდა, იგივე ფაროსანასთან მასშტაბური ბრძოლა, მაგრამ კვლავაც ბევრია გასაკეთებელი, რომ ფერმერის ცნობიერება ამაღლდეს. თხილს მოვლა სჭირდება, პერიოდული შეწამვლა და ნიადაგს განაყოფიერება, რომ ჯანსაღი ნაყოფი მივიღოთ .წელს კარგი მოსავალი იყო,ხარისხიც ნორმალური და იმედია ასე გაგრძელდება.’’

აგრომიმართულების დარგის სპეცილისტი თვლის , რომ საქართველოს, ვაზის ქვეყანას, ზამთარის სეზონზე ყურძნის იმპორტი არ უნდა ჭირდებოდეს და ამ მიმართულებით მუშაობაა საჭირო.

,, ვაზის ქვეყანად ვიწოდებით და ზამთარში თითა ყურძენი სომხეთიდან შემოგვაქვს. მოთხოვნადი პროდუქტია ადგილობრივ ბაზარზეც კი და იმიტომ. რესტორნებს, სასტუმროებს წლის ნებისმიერ დროს სჭირდებათ. საქართველოში ეს ყურძენი კარგად მოდის , უბრალოდ შესანახი ინფრასტრუქტურა არ არის გამართული ჩვენთან, სამაცივრეზე ვსაუბობ. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა უნდა დავიწყოთ და ყურძენი წელიწადის ნებისმიერ დროს ჩვენ ქვეყანაში ხელმისაწვდომი გავხადოთ,მისი მოთხოვნიდან გამომდინარე.

საქართველოში აგრომეურნეობის დარგებს შორის კენკროვან და კაკლოვან კულტურებთან ერთად, რენტაბელურ მიმართულებად დაფნის წარმოება შეიძლება ჩაითვალოს.

,,დასავლეთ საქართველო სუბტროპიკული მხარეა და იქ მარადმწვანე მცენარე, რომელიც კულინარიაში, მედიცინაში, პარფიუმერიაში ფართოდ გამოიყებენა, კარგად ხარობს. დაფნა, მრავალმხრივ მოთხოვნადია. თუმცა თუ ევროპის ბაზარს ვუმიზნებთ, სტანდარტებია გასათვალისწინებელი. ევროკავშირი ხარისხს ითხოვს, შეფუთვას და ა. შ. - ამბობს რუსუდან გიგაშვილი.

დარგის სპეციალისტი, რომელიც აგრო მიმართულებით უკვე წლებია მუშაობს გვიყვება, რომ ევროპის ბაზართან ერთად არაბული ბაზრის ათვისებაც თავისუფლად შეგვიძლია. ეს ის ბაზარია, სადაც ყველაფერი მწვანე ოქროს ფასი ღირს.

,, ჩვენი სამიზნე არა მარტო ევროკავშირის ბაზარი უნდა იქცეს, არამედ არაბული ქვეყნებისაც. იქ კი ყველაფერ მწვანეზეა მოთხოვნა. ნებისმიერი მწვანილი, რომელიც ჩვენთან მოდის იქ ძვირადღირებული და მოთხოვნადია. იქ სტანდარტებზე საუბრობენ, მაგრამ იმ მოთხოვნით არა, როგორც ევროკავშირში, ესეც ხაზგასასმელი ფაქტორია. მწვანილის მცირე და საშუალო სასათბურე მეურნეობების წარმოება ერთერთი რენტაბელური მიმართულება უნდა იყოს საქართველოში, რადგან გასაღების ბაზარი და მასზე მოთხოვნა დიდია.

კენკრა,თხილი, ყურძენი, დაფნა, მწვანილი, - ეს არასრული ჩამონათვალია იმ აგრომიმართულებებისა , რომელიც საქართველოში დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული და პერსპექტიულია. თუმცა, სოფლის მეურნეობის აღნიშნული და სხვა დარგების განთვითარებისთვის საჭიროა ფრმერთა ხელშეწყობა.

საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს აგროსექტორში დასაქმებულ ფერმერებს და მხარი დაუჭიროს მათ ბიზნესის გაფართოებასა თუ გაძლიერებაში. სწორედ ამ მიზნით არაერთ, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ სერვისსა თუ პროდუქტებს ვთავაზობთ. მაგალითისთვის, ასეთია აგროსესხი, რომელიც ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას, გააფართოვონ მეურნეობა, გაზარდოთ წარმოება, ააშენონ ან კეთილმოაწყონ საწარმოო შენობა-ნაგებობები; შეიძინოთ აგრობიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი ტექნიკა. ამ მიზნით, სულ ცოტა ხნის წინ ბანკმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საგრანტო პროგრამისთვის ფერმერებს თანადაფინანსების პროგრამაც შესთავაზა. ასევე, ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ფერმერებს მისცა შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ ნუში-ზეთისხილის ბაღის გაშენების პროექტში და მიეღოთ აგროსესხი.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ფინანსურ რესურსებზე წვდომა ფერმერებისთვის ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია მათ მივცეთ ახალი შესაძლებლობები, შევთავაზოთ დროული გადაწყვეტილებები. ჩვენ არ ვჩერდებით და აგროსექტორის მხარდასაჭერად მომხმარებელს კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ, რათა მათ შეძლონ კიდევ უფრო განავითარონ ბიზნესი და წვლილი შეიტანონ როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.