სუს-ის ფაილები - გვარამია პროკურატურაში გამოკითხვაზე მივა






"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, პროკურატურაში გამოკითხვაზე მივა.

ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ უწყებას ნიკა გვარამიასთან კითხვები სუს-ის ფარული ჩანაწერების საქმეზე აქვს.

"ეს უფრო გარკვეულწილად არის ფორმალობა და არა რეალურად კონკრეტული შედეგების დადება. საიდან მოხდა გადაგზავნა ფაილების, რა მისამართიდან, რა პლატფორმის მეშვეობით - დაახლოებით ამ შინაარსის კითხვები ექნება გამოძიებას. ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს, მათ შორის ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ საჯაროდ გაცხადებული ინფორმაციით ჩანს, რომ გამოძიება არ მიდის იმ მიმართულებით, თუ ვინ ახორციელებდა უკანონო ჩაწერას" , - განაცხადა საძაგლიშვილმა.