ველოდები მშვიდობიან სცენარს - ჩარკვიანი სააკაშვილის ჩამოსვლას ეხმაურება






თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ დღეს დილით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს.

"მე ველოდები მშვიდობიან სცენარს აბსოლუტურად, გუშინ მივმართე მათ, ალბათ დღეს დილით ხვდებიან რატომ მივმართე, მე ვუთხარი, მოდით წავიდეთ დიდ შერიგებაზე, მე სიტყვა ამნისტია არ მითქვამს, დიდი შერიგება ვთქვი, ერთი თვეა უკვე ამას ვამბობ, იმიტომ, რომ შიშები, რომელიც ახლა არის, ისტერიაში აგდებთ, მე არ მინდა ფულის და ქონების მოყვარულმა ადამიანებმა, ადამიანების სიცოცხლე გადაიყოლონ", - თქვა თაკო ჩარკვიანმა.