არ არის საქართველოში, ნეტა ყოფილიყო - კობახიძე სააკაშვილზე






ირაკლი კობახიძეს არ სჯერა, რომ სააკაშვილი საქართველოშია და ამტკიცებს, რომ ის სამშობლოში არ დაბრუნებულა.

სააკაშვილი საქართველოში არ არის, ეს არის პირველი, რაც შეეხება მეორეს, ეს ადამიანი არის კლოუნი, ამას გეუბნებოდით გუშინ, გუშინ წინ, მანამდეც და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა მის მიერ. ნეტა ყოფილიყო საქართველოში, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავდა, თუ როგორი კლოუნია მიხეილ სააკაშვილი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.