შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურებში მობილიზაცია გამოცხადდა - ქუჩებში მძიმე ტექნიკაა გამოყვანილი






საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურებში მობილიზაცია გამოცხადდა.

ქუჩებში მძიმე ტექნიკაა გამოყვანილი. სამართალდამცველები მიხეილ სააკაშვილს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით პოლიციამ ანაკლიაში ადგილობრივების სახლების ჩხრეკა დაიწყო.

გარდა ამისა, ანაკლიაში, დაახლოებით ერთი საათის წინ სანაპირო დაცვისა და ოკუპაციის ხაზის გასწვრივ რეიდი ჩაატარეს. სავარაუდოდ, ისინი შესაძლო გზებს ეძებდნენ, საიდანაც შეიძლებოდა, მიხეილ სააკაშვილი შემოსულიყო. ​