''ნაც მოძრაობა'' ჩამოიშალა - მდინარაძე






მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის "ფლანგებს" შორის დაპირისპირებაა.

მან ცოტა ხნის წინ, პარტიის ოფისში ბრიფინგზე, ''ნაცმოძრაობიდან'' გამოსული მიმოწერები გაასაჯაროვა.

"ჩამოიშალა ნაცმოძრაობა დღეს, მელიას ფლანგის და მიხეილ სააკაშვილის ფლანგის დაპირისპირება ისეთი აშკარაა დღეს, შიგნიდან ისეთი ინფორმაციები გამოდის, თქვენ ეხლა ეს გაღელვებთ. ესეთი გაწიწმატება თქვენი, ორი არხის, "ფორმულასი" და "მთავარი არხის", - თქვა მამუკა მდინარაძემ.