ოცნებამ დაიწყო სერიოზულ და მასობრივ დარღვევებზე გადასვლა - ნიკა გვარამია
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერის, რომ "ოცნებამ" სერიოზულ და მასობრივ დარღვევებზე გადასვლა უკვე დაიწყო.
"მოკლედ და კონკრეტულად:
ოპოზიცია ძალიან კარგადაა 12 საათისთვის
ოცნებამ დაიწყო სერიოზულ და მასობრივ დარღვევებზე გადასვლა. უპირველესად მოსყიდვა და ბიულეტენების გაბათილება. უკვე იყრება კარუსელები.
ოპოზიცია, განსაკუთრებით რეგიონებში - იმოქმედეთ!",- წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.