უგულავა ღარიბაშვილს: დაიგინე, რომ იგებთ და ფრთხილად იყავი, არ შეგეწეროს






''დაიგინე, რომ იგებთ და ფრთხილად იყავით, არ შეგეწეროთ'' - ასე ეხმაურება გიგი უგულავა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, როდესაც პრემიერმა თქვა, რომ ''ოცნება'' დამაჯერებლად იგებს.

ამ ყელმოღერებული ლამას ლაპარაკი მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, რომ ისინი აგებენ. ნამდვილად მიიღო რეფერენდუმი "ქართულმა ოცნებამ". ამ ერთუჯრედიან არსებას, რომელსაც დააბრალეს, რომ არის პრემიერმინისტრი, მთელი ამ თვეების განმავლობაში მხოლოდ სანაგვე ამოსდის პირიდან, გესლი, შურისძიება და სიბილწე. მას მინდა ვუთხრა, ერთადერთი რამით არის ეს კაცი გამორჩეული, თავისი სკაბრეზული მონაცემებით - დაიგინე ჩემო ირაკლი და ფრთხილად იყავი, რომ არ შეგეწეროს.