სისხლიანი დაპირისპირება - ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი, "ქართული ოცნების" დამკვირვებელმა, ცივი იარაღით დაჭრა






სისხლიანი დაპირისპირება მარნეულში. რამდენიმე წუთის წინ, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი, "ქართული ოცნების" დამკვირვებელმა, ცივი იარაღით დაჭრა.ინციდენტი სოფელ დაშთაფაში მოხდა.

როგორია დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის უცნობია. ის მარნეულის კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი დაკავებულია.