რიკოთი ჩაკეტილია






საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის მონაკვეთზე ფერდზე ჩამოიშალა მიწის ნაწილი, რის გამოც ნაწილობრივ ჩაიკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ავტოტრანსპორტის გადაადგილება მიმდინარეობს ერთ ზოლზე

მათივე განცხადებით, უკვე აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები საავტომობილო მიმოსვლის უმოკლეს დროში აღდგენის მიზნით.